"ვინც მოაწყობს მასობრივ სროლებს, უნდა მიესაჯოთ სიკვდილით დასჯა" - კვირის პალიტრა

"ვინც მოაწყობს მასობრივ სროლებს, უნდა მიესაჯოთ სიკვდილით დასჯა"

ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყნის იუსტიციის სამინისტროს დაავალა, შეიმუშავოს ზომები მასობრივი მკვლელობებისთვის სიკვდილის დასჯის შემოღებაზე.

"დღეს მივმართე იუსტიციის სამინისტროს, რათა მათ შეიმუშავონ კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, მათ მიმართ, ვინც ჩაიდენს დანაშაულს ზიზღის ნიადაგზე და მოაწყობს მასობრივ სროლებს, მიესაჯოთ სიკვდილით დასჯა; სასჯელის ეს უმაღლესი ზომა მალე უნდა შესრულდეს, ყოველგვარი მრავალწლოვანი არასაჭირო დაყოვნებების გარეშე" - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

გასულ უქმეებზე აშშ-ში ორი მასობრივი სროლების შედეგად, 29 ადამიანი დაიღუპა, ათობით კი დაიჭრა. შაბათს, 21 წლის ახალგაზრდა კაცმა მექსიკის საზღვართან, ქალაქ ელ პასოს სუპერმარკეტში ცეცხლი გახსნა და 20 ადამიანი მოკლა, 20 კი დაიჭრა. მომხდარიდან რამდენიმე საათში ოჰაიოს შტატში ქალაქ დეითონში ღამის ბართან 24 წლის მამაკაცმა 9 ადამიანი მოკლა, მათ შორის, საკუთარი და. თავდამსხმელის ადგილზე მოკლეს.

"ინტერპრესნიუსი"