ჩინეთი აშშ-ს ურჩევს "საკუთარ ცხენს უფსკრულში გადაჩეხვამდე ლაგამი ამოსდოს და არასწორი ბილიკიდან დაბრუნდეს"
06-08-2019
ჩინეთი აშშ-ს ურჩევს "საკუთარ ცხენს უფსკრულში გადაჩეხვამდე ლაგამი ამოსდოს და არასწორი ბილიკიდან დაბრუნდეს"
ოფიციალური პეკინი აცხადებს, რომ აშშ-ს გადაწყვეტილება, ჩინეთი "ვალუტით მანიპულატორად" აღიაროს, სერიოზულ ზიანს მიაყენებს საერთაშორისო ფინანსურ წესრიგს და გამოიწვევს ქაოსს ფინანსურ ბაზრებზე, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "როიტერსი" ავრცელებს.

როგორც ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა დღეს გავრცელებულ განცხადებაში განაცხადა, ვაშინგტონის გადაწყვეტილება, კიდევ უფრო გაზარდოს სავალუტო დაძაბულობა, გლობალური ეკონომიკისა და ვაჭრობის გაჯანსაღებას შეუშლის ხელს.

"ჩინეთს გაცვლითი კურსი არასდროს გამოუყენებია სავაჭრო კამათის გადასაჭრელ იარაღად და არც არასდროს გამოიყენებს...ჩინეთი აშშ-ს ურჩევს საკუთარ ცხენს უფსკრულში გადაჩეხვამდე ლაგამი
ამოსდოს, საკუთარი შეცდომები გააცნობიეროს და არასწორი ბილიკიდან დაბრუნდეს,"- ნათქვამია ჩინეთის სახალხო ბანკის განცხადებაში.

აშშ ჩინეთს ვალუტით მანიპულირებაში ადანაშაულებს. აშშ სახაზინო დეპარტამენტმა განცხადება გაავრცელა, სადაც ის ჩინეთს "ვალუტით მანიპულატორად" ოფიციალურად აღიარებს.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?