ვლადიმერ პუტინი სოჭში რაულ ხაჯიმბას შეხვდა
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სოჭში ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს რაულ ხაჯიმბას შეხვდა. რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა ორმხრივი სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
„ჩვენ ერთამენთს ვხვდებით აფხაზეთში დაგეგმილი არჩევნების წინ და დიდი იმედი მაქვს, რომ ის გაიმართება დემოკრატიული პრინციპების მკაცრი დაცვით და ხელს შეუწყობს სამომავლო სტაბილურობას“, - განუცხადა ხაჯიმბამ პუტინს.
თავის მხრივ, ხაჯიმბამ აფხაზი ხალხის სახელით მადლობა გადაუხადა რუსეთის პრეზიდენტს „იმ ყურადღებისთვის, რასაც ის იჩენს რესპუბლიკის მიმართ“.
"ინტერპრესნიუსი"