ყირგიზეთის ექსპრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი დააკავეს
07-08-2019
ყირგიზეთის ექსპრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი დააკავეს
ყირგიზეთის ერსპრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი სამართალდამცველებმა დააკავეს. "რია ნოვოსტის" ინფორმაციით, ამის შესახებ ექსპრეზიდენტის მომხრეებმა განაცხადეს.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ კოი-ტაშში, სადაც ატამბაევი ცხოვრობს, სპეცოპერაცია დაიწყო. რეზიდენციაში სპეცდანიშნულების რაზმი შევიდა და ისმოდა სროლის ხმები.

ატამბაევის მრჩევლის კუნდუზ ჟოლდუბაევას განცხადებით, სპეცოპერაციის შედეგად არიან დაჭრილებიც. ექსპრეზიდენტის რეზიდენციის ირგვლივ მილიციის რამდენიმე ასეული თანამშრომელია მობილიზებული.

რეზიდენციაზე შტურმის შედეგად, დაშავებული ადამიანების რაოდენობა 10-ს აჭარბებს.

ყირგიზეთის პარლამენტმა 20 ივნისს ქვეყნის პროკურატურას ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ ბრალდებების ნუსხა გადასცა, რომელთა შორის,
ატამბაევს კორუფციაშიც სდებენ ბრალს. ატამბაევმა პარლამენტის ბრალდებებს აბსურდული უწოდა.

ალმაზბეკ ატამბაევი ყირგიზეთის პრეზიდენტის პოსტს 2011-2017 წლებში იკავებდა.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?