რუსეთის მოქალაქეთა 70% სტალინის როლს ქვეყნის ისტორიაში დადებითად მიიჩნევს - რაში ეხმარება ეს ვლადიმირ პუტინს?
რუსეთის მოქალაქეთა 70% სტალინის როლს ქვეყნის ისტორიაში დადებითად მიიჩნევს - რაში ეხმარება ეს ვლადიმირ პუტინს?
ბოლო ხანს მოსკოვში გამართული საპროტესტო აქციების შემდეგ მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მმართველობის სტილი

ფინურ გაზეთ Helsingin Sanomat-ში გამოქვეყნებულ სტატიაში გაანალიზებულია რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მმართველობის წესი, რომელიც სულ უფრო მეტად მოგვაგონების რუსულ თვითმპყრობელობას. "რუსეთში ისტორიულ მოვლენებს გადაჭარბებული მნიშვნელობა ეძლევა და ხელისუფლება მათ საკუთარი ძალის განმტკიცებისათვის იყენებს. მოსახლეობამ არ იცის თავისი ნამდვილი ისტორია და როცა ასეა, სულ უფრო მეტი რისკია იმისა, რომ შეცდომების დაშვება
განმეორდეს", - აღნიშნულია მასალაში, რომელშიც ერთმანეთთანაა შედარებული იოსებ სტალინის, ადოლფ ჰიტლერისა და ვლადიმირ პუტინის პოპულარობის დონე (ავტორი - იურიო რაუტიო).
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

"ყოფილი დიქტატორის პოპულარობის ზრდა ქმნის იმის საფუძველს, რომ რუსეთი სულ უფრო სწრაფად და აქტიურად გადაიქცეს თვითმპყრობელურ სახელმწიფოდ: იოსებ სტალინის როლს დადებითად უკვე
რუსეთის მოქალაქეთა 70% მიიჩნევს, ამ ფონზე კი პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ხელისუფლება სულ უფრო მკაცრი ხდება.

რუსეთი არასოდეს ყოფილა დემოკრატიული სახელმწიფო, თუმცა ახლო წარსულში იყო ხელისუფლების მცდელობები, რომ ქვეყანას გარეგნულად მაინც ჰქონოდა დემოკრატიული ელფერი. დღეს უკვე ამას არავინ ცდილობს. როგორც ჩანს, ვლადიმირ პუტინის ხელისუფლება ამას უკვე აუცილებლად აღარ თვლის. სხვა ქვეყნების თვალში რუსეთს უკვე იმდენად ცუდი რეპუტაცია აქვს, რომც მოისურვო, საეჭვოა კიდევ უფრო ძალიან გაუარესდეს. როგორც ჩანს, რუსების დიდ ნაწილს იმდენად დემოკრატია არ სჭირდება, რამდენადაც სტაბილურობა და თავისი ქვეყნის როგორც ძლიერი დერჟავის რეპუტაცია.

საზოგადოებრივი აზრის კვლევის დამოუკიდებელმა ინსტიტუტმა "ლევადა-ცენტრმა" გამოაქვეყნა იოსებ სტალინისადმი რუსების დამოკიდებულების ახალი მონაცემები, რომელთა თანახმად, რუსეთის მოქალაქეთა 70% ბელადის როლს ქვეყნის ისტორიაში დადებითად ან ძირითადად დადებითად მიიჩნევს.

დიქტატორის პოპულარობამ სწრაფი ზრდა 2015 წლიდან დაიწყო: ალბათ, არის რაღაც კავშირი ყირიმთან და დონბასთან, რომელმაც რუსეთისა და დასავლეთის ურთიერთობის გაუარესება გამოიწვია, ეკონომიკური სანქციების თანხლებით. დღეს რუსეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი თვლის, რომ მათ სამშობლოს, ისევე როგორც იოსებ სტალინის მმართველობის პერიოდში, ამჟამადაც დასავლეთი ემუქრება.

ვლადიმირ პუტინის ხელისუფლებაც სწორედ ამის მიღწევას ცდილობს: საგარეო მუქარები და საფრთხეები ხომ ყველაზე ეფექტური მეთოდია იმისთვის, რომ პრეზიდენტმა რუსების მხარდაჭერა გაინაღდოს. ასე იყო მეორე მსოფლიო ომის წლებში, ასე ხდება დღესაც.

საქმე ეხება იოსებ სტალინის სრულიად მისტიკურ სახეს, რომელიც ძალიან შორს დგას ნამდვილი ისტორიული პერსონაჟისაგან.
საბჭოთა ბელადი დღეს "სამართლიან ადამიანად" არის წარმოჩენილი, მაგრამ მიჩუმათებულია ის, რომ ამ "სამართლიან კაცს" ბრალი ათობით მილიონი ადამიანის განადგურებაში მიუძღვის.

ასეთ შემთხვევაში გერმანელების უმრავლესობამ ადოლფ ჰიტლერის როლი თავიანთი ქვეყნის ისტორიაში დადებითად უნდა ჩათვალოს. საბედნიეროდ, ეს ასე არაა და ალბათ, არც იქნება. გერმანიასა და რუსეთს შორის განსხვავება ორ მიზეზში გამოიხატება: პირველი - მესამე რეიხმა ომი წააგო, საბჭოთა კავშირმა კი ომში გაიმარჯვა; მეორე - გერმანელებმა კარგად და იციან საკუთარი ქვეყნის ობიექტური ისტორია, რუსებმა კი - არა.

გერმანელები საკუთარი ისტორიის ყველაზე მტკივნეულ ფურცლებს ღრმად სწავლობენ და ასეთი მიდგომა თაობიდან თაობას გადაეცემა, რუსეთში კი ისტორია სულ უფრო მეტად ხდება პოლიტიკური ხელისუფლების შენარჩუნებისა და განმტკიცების ინსტრუმენტი. ისტორიული მოვლენები წარმოდგენილია მათი როლისა და მნიშვნელობის გადაჭარბებული შეფასებით. საერთოდ კი, ბევრ რუსს თავისი ქვეყნის ისტორია არც აინტერესებს. ისინი მიჩვეულნი არიან წინა თაობების გამოცდილებას - ცხოვრება არ შეიცვლება, ვინც არ უნდა მართავდეს მოსკოვს - მეფე იქნება, კომუნისტური დიქტატორი თუ თვითმპყრობელი ვლადიმირ პუტინი. მოსკოვიდან ათასობით კილომეტრის დაშორებით კი ეს რწმენა უფრო მტკიცეა.

რუსეთში იცვლებოდა ისტორიული ეპოქები, იცველებოდნენ მმართველები - მეფეები და იმპერატორები, ბელადები და პარტიის გენმდივნები, მაგრამ სახელმწიფოს წარსულის გარკვევას ნორმალურად არავინ ცდილობდა. ეს არ მომხდარა კომპარტიის ყრილობაზეც 1956 წელს, როცა იოსებ სტალინის პიროვნების კულტი გააკრიტიკეს. იმ დროს, უბრალოდ, ერთი ადამიანის, ერთი ხელმძღვანელის ცუდი მოქმედება დაგმეს, მაგრამ სისტემას არავინ არ შეხებია - იმ სისტემას, რომელმაც უსამართლობა შვა და მკაცრად მოექცა საზოგადოების წევრებს.

როცა ხალხმა საკუთარი ისტორია არ იცის, დიდი რისკია, რომ ერთი და იგივე შეცდომები იქნეს დაშვებული. სწორედ ამიტომ მოსკოვში ბოლო დღეებში მომხდარი ამბები იმ ფიქრებს აღძრავს, რომ რუსეთი დემოკრატიას გრძელვადიან პერსპექტივაშიც კი არ მიუახლოვდება. როგორც ჩანს, რუსეთის მომავალი ხისტი თვითმპყრობელობა იქნება". წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ



რეალობა....
11 აგვისტო 2019 15:10
ეგ კაცი , ჩვენ რომ თქვენთვია არგეჩუქებინა ,წარმოგიდგენიათ ეხლა რა გასაცოდავებულ და გაპარტახებულ დღეში იქნებოდით ? ისე ჩვენი გენი გშველით , იმიტომ არგვეშვებით .....
dvalteli
09 აგვისტო 2019 20:51
ნუ ადარებთ ლომს და თაგვს
Tavisufleba
09 აგვისტო 2019 19:45
საერთოდ ხალხი ეს ძალიან რთული ფენომენია - ის ინდივიდებისგან შედგება და ამავე დროს აქვს ერტიანობის განცდა ...

დღევანდელი რუსეთის და პუტინის ავტორიტეტი ეს მითია თანამედროვე მითი...

არც დღევანდელ რუსეთ ან საბჭოტა კავშირს და არც პუტინს - არ ქონდათ ისეთი ავტორიტეტი როგორის ჰქონდა ნიკოლოზ მეორეს დროს რუსეთის იმპერიას ...

რუსეთის იმპერიის გავლენა მსოფლიო პოლიტიკაში ნიკოლოზ მეორის დროს იყო უსაზღვრო - როგორც აზიაში აფრიკაში ევროპაში და თვის ამერკის კონტინეტებზე ეს ისტორიაა და ფაქტი

მაგრამ - რუსეთში ხალხმა მხარი დაუჭირა ლენინს და ბოლშევიზმს ,,,

და ამხელა მძლავრი იმპერია დაიშალა ...

ასე რომ - ყველას ავიწყდება ვინ არის ხალხი სახელმწიფოში ...

ხალხს ხელისუფლების სიძლიერე ფეხებზე კიდია - ხალხს უნდა სამარტლიანობა და ნატელი და გასაგები მომავალი ,,,

ასე რომ - აი ის 70 % იქნება რომ პუტინს და კრემლს ცეცხლზე დაწვავს და არ უშველის მათ ყირიმი და აფხაზეთი ოსეთთან ერთად ...

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები