აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლების ინფორმაციით, მიწისძვრას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია - კვირის პალიტრა

აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლების ინფორმაციით, მიწისძვრას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია

აზერბაიჯანის სეისმოლოგიური სამსახურის რესპუბლიკური ცენტრის ინფორმაციით, დღეს მომხდარი მიწისძვრის ეპიცენტრი ზაქათალას რაიონთან დაფიქსირდა. მათივე ცნობით, ბიძგების სიმძლავრემ 4,9 მაგნიტუდა შეადგინა.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მიწისძვრას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კი, აზერბაიჯანში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 28 კილომეტრში, 5,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

ძლიერი ბიძგები საქართველოშიც იგრძნობოდა.

"ინტერპრესნიუსი"