მოსკოვში დღეს გამართულ აქციაში მონაწილეობა 50 ათასმა ადამიანმა მიიღო - კვირის პალიტრა

მოსკოვში დღეს გამართულ აქციაში მონაწილეობა 50 ათასმა ადამიანმა მიიღო

მოსკოვში დღეს გამართულ მიტინგში მონაწილეობა თითქმის 50 ათასმა ადამიანმა მიიღო. ამ მონაცემებს საზოგადოებრივი ორგანიზაცია "თეთრი მრიცხველი" ავრცელებს. განსხვავებულ მონაცემებზე საუბრობს პოლიცია. მათი ცნობით, აქციაზე 20 ათასი ადამიანი იმყოფებოდა.

სანქცირებული აქციის დრო 16:00 საათზე ამოიწურა. ამ დროისთვის სამი გამომსვლელი რჩებოდა. აქციის დროის ამოწურვიდან 20 წუთის შემდეგ, პოლიციამ მიტინგის სცენასთან ახლოს ხალხის დაკავება დაიწყო. მათ შორის დააკავეს არარეგისტრირებული კანდიდატის, ნავალნის "კორუფციასთან ბრძოლის ფონდის" დირექტორის ივან ჟდანოვის შტაბის უფროსი ბორის ზოლოტარევსკი.

ამასთან, სამართალდამცავებმა მომიტინგეები გააფრთხილეს, რომ აქციის შემდეგ მსვლელობა უკანონოა და მათ შესაძლოა, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც დაკისრებოდათ.

პარალელურად, სანკტ-პეტერბურგში მიმდინარე აქციაზე 50 ადამიანი დააკავეს.

აღსანიშნავია, რომ ეს რუსეთის დედაქალაქში ყველაზე დიდი საპროტესტო აქციაა, რაც ამ ზაფხულის განმავლობაში გაიმართა.

"ინტერპრესნიუსი"