ნატოში განმარტეს, თუ რატომ მიუახლოვდა ალიანსის გამანადგურებელი რუსეთის თავდაცვის მინისტრის თვითმფრინავს - კვირის პალიტრა

ნატოში განმარტეს, თუ რატომ მიუახლოვდა ალიანსის გამანადგურებელი რუსეთის თავდაცვის მინისტრის თვითმფრინავს

ნატოში განმარტეს, თუ რატომ მიუახლოვდა ალიანსის გამანადგურებელი რუსეთის თავდაცვის მინისტრის თვითმფრინავს. რუსული მედიის ინფორმაციით, ნატოში განაცხადეს, რომ რუსული თვითმფრინავი ალიანსის საჰაერო სივრცესთან ახლოდ მიფრინავდა. შესაბამისად, ნატოს ბალტიისპირეთის მისიის გამანადგურებელი თვითმფრინავს იდენტიფიცირების მიზნით მიუახლოვდა.

"როგორც კი თვითმფრინავის იდენტიფიცირება მოხდა, გამანადგურებელი ბაზაზე დაბრუნდა", - აცხადებენ ალიანსში.

დღეს რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ალიანსის F-18 ტიპის გამანადგურებელმა რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს თვითმფრინავთან მიახლოება სცადა, თუმცა ამის საშუალება მას რუსულმა გამანადგურებელმა არ მისცა.

"ინტერპრესნიუსი"