სირიაში ავიაიერიშებს ბოლო ორ დღეში ოცზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, მათ შორის, უმეტესობა ბავშვია
სირიაში ავიაიერიშებს ბოლო ორ დღეში ოცზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, მათ შორის, უმეტესობა ბავშვია
ბოლო ორი დღის მანძილზე ჩრდილო -დასავლეთ სირიაზე განხორციელებული ავიაიერიშების შედეგად ოცზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და მათ შორის, უმეტესობა ბავშვია, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ სირიის ადამიანის უფლებების სადამკვირვებლო ორგანიზაციასა და ადგილობრივ აქტივისტებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დღეს დილით სოფელ დეირში განხორციელებულმა ავიადარტყმამ 11 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის უმეტესობა ბავშვია. ავიაიერიშები განხორციელდა გუშინ სოფელ ალ-ჰაასშიც, რის შედეგადაც 11 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ფეხმძიმე ქალი, დაიღუპა.

ადამიანის უფლებების სადამკვირვებლო
ორგანიზაციის დირექტორის, რამი აბდულრაჰმანის განცხადებით, ხელისუფლების მიზანია მოქალაქეები აიძულოს, შედარებით მშვიდობიანი ტერიტორიებიდან გაიქცნენ.

შეგახსენებთ, რომ გაერო-ს ჰუმანიტარულ საქმეთა საკოორდინაციო ოფისის მონაცემებით, სირიაში აპრილიდან დღემდე 500-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

რუსეთი და სირიის ხელისუფლება ირწმუნებიან, რომ მათი სამიზნე არა მშვიდობიანი მოსახლეობა, არამედ ბოევიკები არიან, მათ შორის
ჯიჰადისტური დაჯგუფება “ალ-ნუსრას ფრონტი”.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?