"დიდი შვიდიანის" ქვეყნები ამაზონის ხანძართან გასამკლავებლად 22 მილიონ დოლარს გამოყოფენ - კვირის პალიტრა

"დიდი შვიდიანის" ქვეყნები ამაზონის ხანძართან გასამკლავებლად 22 მილიონ დოლარს გამოყოფენ

"დიდი შვიდიანის" ლიდერები ამაზონის ხანძრის წინააღმდეგ საბრძოლველად 22 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფაზე შეთანხმდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს.

როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, თანხის გამოყოფა ლოჯისტიკური და ფინანსური დახმარების უზრუნველსაყოფად დაუყოვნებლივ მოხდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით ბრაზილიის ხელისუფლებას ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, რომ ემანუელ მაკრონმა რამდენიმე დღის წინ ამაზონის ხანძარს "საერთაშორისო კრიზისი" უწოდა და "დიდი შვიდიანის" ლიდერებს მოახლოებულ სამიტზე საკითხის განხილვისკენ მოუწოდა.

"ინტერპრესნიუსი"