"ბრაზილიელებს ალბათ, მათი პრეზიდენტის გამო რცხვენიათ - იმედი მაქვს,ისეთი პრეზიდენტი ეყოლებათ, რომელსაც საქმის გაკეთების უნარი ექნება"
26-08-2019
"ბრაზილიელებს ალბათ, მათი პრეზიდენტის გამო რცხვენიათ - იმედი მაქვს,ისეთი პრეზიდენტი ეყოლებათ, რომელსაც საქმის გაკეთების უნარი ექნება"
იმედი მაქვს, ბრაზილიას ძალიან მალე ეყოლება ისეთი პრეზიდენტი, რომელსაც თავისი საქმის გაკეთების უნარი ექნება, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ბრაზილიის პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს მიერ "ფეისბუქში" გამოქვეყნებული პოსტის საპასუხოდ განაცხადა, სადაც ის მაკრონის მეუღლის გარეგნობის შესახებ ირონიულად საუბრობს.

"ძალიან სამწუხაროა. სამწუხაროა, პირველ რიგში მისთვის და მერე ბრაზილიელებისთვის. ბრაზილიელ ქალბატონებს ალბათ, თავიანთი პრეზიდენტის გამო რცხვენიათ,"- განაცხადა მაკრონმა ბიარიციში გამართულ პრესკონფერენციაზე.

საფრანგეთის პრეზიდენტმა დასძინა, რომ ის ძალიან დიდ პატივს სცემს ბრაზილიელ
ხალხს და იმედი აქვს, რომ მათ „ძალიან მალე ეყოლებათ ისეთი პრეზიდენტი, რომელსაც თავისი საქმის გაკეთების უნარი ექნება."

ორ პრეზიდენტს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც ემანუელ მაკრონმა ამაზონის ტროპიკული ტყეების ხანძარს „საერთაშორისო კრიზისი" უწოდა და ჟაირ ბოლსონარუ კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ უმოქმედობაში დაადანაშაულა.


"ინტერპრესნიუსი"
Notre Dame
30 აგვისტო 2019 10:50
სირცხვილი ამ საკითხში არც ფრანგებს აკლიათ ჩემო ემანუელ.

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები