ბრაზილიის მთავრობა ამაზონის ტყეებში ხანძრის ჩასაქრობად "დიდი შვიდეულის“ ქვეყნების მიერ შეთავაზებულ თანხაზე უარს ამბობს - კვირის პალიტრა

ბრაზილიის მთავრობა ამაზონის ტყეებში ხანძრის ჩასაქრობად "დიდი შვიდეულის“ ქვეყნების მიერ შეთავაზებულ თანხაზე უარს ამბობს

ბრაზილიის მთავრობა აპირებს უარი თქვას "დიდი შვიდეულის“ ქვეყნების მიერ შეთავაზებულ თანხაზე ამაზონის ტყეებში ხანძრის ჩასაქრობად. ამის შესახებ "ბიბისი“ იტყობინება. უცნობია მიზეზი, რის გამოც ბრაზილიელი მაღალჩინოსნები უარს აცხადებენ ფინანსური დახმარების მიღებაზე.

"მადლობა, მაგრამ ეს რესურსი შესაძლოა უფრო მართებული იყოს ევროპაში ტყეების გაშენებისთვის“, - განაცხადა ბრაზილიის პრეზიდენტის წარმომადგენელმა.

აღნიშნულს წინ უძღოდა საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებები, რა დროსაც მან ამაზონის ტყეებში გაჩენილ ხანძარს საერთაშორისო კრიზისი უწოდა და ბრაზილიის პრეზიდენტი საჭირო ზომების მიუღებლობაში დაადანაშაულა.

ბრაზილიის პრეზიდენტის წარმომადგენლის განცხადებით კი, მაკრონმა პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში პროგნოზირებადი ხანძრის თავიდან არიდებაც ვერ შეძლო, ამიტომაც იგი ბრაზილიას გაკვეთილს ვერ ჩაუტარებს.