უკრაინაში, საცხოვრებელი სახლის ნანგრევებიდან 8 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს
29-08-2019
უკრაინაში, საცხოვრებელი სახლის ნანგრევებიდან 8 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს
უკრაინაში, ლვოვის ოლქის ქალაქ დროგობიჩში გუშინ დანგრეული სახლის ნანგრევებიდან 8 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. ერთ-ერთი დაღუპული ბავშვია. გადარჩენილია 7 ადამიანი, რომელთა შორის ხუთი ბავშვია. ნაწილობრივ დანგრეული სახლის ყველა მცხოვრები ევაკუირებულია. სამაშველო სამუშაოები ყველა დაკარგულის პოვნამდე გაგრძელდება.

სახლის ნაწილის ჩამონგრევის გამო სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და ორი პირია დაკავებული. მათ მიმართ სამი სხვადასხვა მუხლით გამოძიება მიმდინარეობს, რაც 5-დან 12 წლამდე სასჯელს ითვალისწინებს.

დროგობიჩში 29 და 30 აგვისტო გლოვის დღეებია. უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ქვეყანაში ყველა სახლის აუდიტის ჩატარება იქნება საჭირო.

დროგობიჩში ოთხსართულიანი სახლის სახლის ერთი სადარბაზო 27-დან 28 აგვისტომდე ღამით ჩამოინგრა. თავიდან მიზეზად გაზის აფეთქება დასახელდა, თუმცა სახლის გარშემო მთელი ზონის შემოწმების შემდეგ სხვა ვერსიაც გაჩნდა.

ამ ინფორმაციას სააგენტო "უნიანი“ ავრცელებს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები