ვინ გახდა უკრაინის ახალი პრემიერ-მინისტრი? - კვირის პალიტრა

ვინ გახდა უკრაინის ახალი პრემიერ-მინისტრი?

უკრაინის ახალი პრემიერ-მინისტრი ალექსეი გონჩარუკი გახდა. "უნიანის" ინფორმაციით, ქვეყნის უმაღლესმა რადამ პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის მიერ წარდგენილი კანდიდატი მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე დღევანდელ სხდომაზე 290 ხმით დაამტკიცა.

ალექსეი გონჩარუკი 35 წლისაა. სამართლის სპეციალისტი. პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დამტკიცებამდე უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, რომელიც ეკონომიკური განვითარებისა და რეფორმების საკითხებს კურირებდა. მას

აქვს რამდენიმე მინისტრის მრჩევლად მუშაობის გამოცდილება.

"ინტერპრესნიუსი"