ჰაკერებმა "ტვიტერის“ დირექტორის გვერდი გატეხეს - კვირის პალიტრა

ჰაკერებმა "ტვიტერის“ დირექტორის გვერდი გატეხეს

ჰაკერებმა "ტვიტერის“ ერთ-ერთი დამაარსებლის და აღმასრულებელი დირექტორის ჯეკ დორსის გვერდი გატეხეს და მისი სახელით რასისტული და ანტისემიტური განცხადებები გამოაქვეყნეს.

შეურაცხმყოფელი განცხადებების ნაწილი უშუალოდ დორსის მეტსახელით "@jack“ გაიგზავნა. მსგავსი განცხადებები 15 წუთის განმავლობაში იყო განთავსებიული.

"ტვიტერმა“ განაცხადა, რომ აღნიშნული ინციდენტი მობილური კავშირის ერთ-ერთი ოპერატორის უსაფრთხოების სისტემაში არსებული ხვრელის გამო მოხდა. დორსის მიკრობლოგს მეტსახელით "@jack“ 4 მილიონზე მეტი ხელმომწერი ჰყავს.

ჰაკერულ შეტევაზე პასუხისმგებლობა აიღო ჯგუფმა, რომელიც თავს Chuckling Squad (მოხითხითე რაზმს) უწოდებს.