საფრანგეთში მომხდარი თავდასხმისას ერთი ადამიანი დაიღუპა, 9 კი დაშავდა - კვირის პალიტრა

საფრანგეთში მომხდარი თავდასხმისას ერთი ადამიანი დაიღუპა, 9 კი დაშავდა

საფრანგეთის ქალაქ ლიონში მომხდარი თავდასხმის შედეგად 19 წლის ახალგაზრდა დაიღუპა და ცხრა ადამიანი დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, თავდასხმა დანით შეიარაღებულმა ორმა მამაკაცმა განახორციელა. ერთ-ერთი მათგანი შემთხვევიდან რამდენიმე წუთში დააკავეს, მეორეს ძებნას კი პოლიცია ახორციელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, სამძებრო ოპერაციაში ვერტმფრენიც არის ჩართული. დაშავებულთაგან ცხრა ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

მომხდარის შემდეგ ქალაქში რამდენიმე მეტროსადგურმა მუშაობა შეწყვიტა.

"ინტერპრესნიუსი"