მამაკაცი, რომელმაც საფრანგეთში თავდასხმა განახორციელა, სავარაუდოდ, ავღანელია
31-08-2019
მამაკაცი, რომელმაც საფრანგეთში თავდასხმა განახორციელა, სავარაუდოდ, ავღანელია
მამაკაცი, რომელმაც საფრანგეთის ქალაქ ლიონში დანის გამოყენებით თავდასხმა განახორციელა, სავარაუდოდ ავღანელია, - ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური მედია ავრცელებს.

სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, მამაკაცმა პოლიციელებს დაკავებისას განუცხადა, რომ ის ავღანელი იყო.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმა ორმა მამაკაცმა დანის გამოყენებით განახორციელა. თავდასხმის შედეგად გარდაცვლილია 19 წლის ახალგაზრდა, დაჭრილია 9 ადამიანი, რომელთაგან სამის მდგომარეობა მძიმეა.

თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები