ტეხასის შტატში სროლის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა - კვირის პალიტრა

ტეხასის შტატში სროლის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა

აშშ-ში, ტეხასის შტატის ქალაქებს - მიდლენდსა და ოდესას შორის სროლის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს. შემთხვევა ადგილობრივი დროით 15:00 საათზე მოხდა. პოლიციის ოფიცერმა ავტომობილის მძღოლი გააჩერა, რა დროსაც მან ცეცხლი გახსნა და ავტომობილით გაქცევა სცადა, გზაში კი ათობით გამვლელს ესროლა.

პოლიციამ თავდამსხმელის ლიკვიდაცია შეძლო. შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, 20 ადამიანი კი დაშავდა, მათ შორის 3 პოლიციის ოფიცერია.

თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. მომხდარს აშშ-ს პრეზიდენტი დოლანდ ტრამპი გამოეხმაურა. მან განაცხადა, რომ მომხდარის შესახებ ინფორმაციას ფლობს და მუშაობაში სამართალდამცავები სრულად არიან ჩართული.

"ინტერპრესნიუსი"