ტეხასის შტატში სროლის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა
01-09-2019
ტეხასის შტატში სროლის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა
აშშ-ში, ტეხასის შტატის ქალაქებს - მიდლენდსა და ოდესას შორის სროლის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს. შემთხვევა ადგილობრივი დროით 15:00 საათზე მოხდა. პოლიციის ოფიცერმა ავტომობილის მძღოლი გააჩერა, რა დროსაც მან ცეცხლი გახსნა და ავტომობილით გაქცევა სცადა, გზაში კი ათობით გამვლელს ესროლა.

პოლიციამ თავდამსხმელის ლიკვიდაცია შეძლო. შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, 20 ადამიანი კი დაშავდა, მათ შორის 3 პოლიციის ოფიცერია.

თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. მომხდარს აშშ-ს პრეზიდენტი დოლანდ
ტრამპი გამოეხმაურა. მან განაცხადა, რომ მომხდარის შესახებ ინფორმაციას ფლობს და მუშაობაში სამართალდამცავები სრულად არიან ჩართული.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები