ნეჩაევი: "დაშინების ფაქტორი თბილისელი ცხელთავიანებისთვის" - კვირის პალიტრა

ნეჩაევი: "დაშინების ფაქტორი თბილისელი ცხელთავიანებისთვის"

ალიანსში საქართველოს გაწევრების სურვილისადმი ნატოს დამოკიდებულებას, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ამ დასავლური ბლოკისა და რუსეთის ურთიერთობების მომავლისთვის. რუსეთის ელჩმა ავსტრიაში სერგეი ნეჩაევმა შტანდარდ-თან ინტერვიუში ამის შესახებ მკაფიოდ განაცხადა:

- "ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოს საკითხი ნატოსთვის აქტუალური აღარ არის, რაც ჩვენ შესაძლებლობას გვაძლევს ალიანსთან ნაყოფიერი კავშირები ჩამოვაყალიბოთ".

ალიანსთან უკვე კარგი თანამშრომლობა არსებობს ისეთ გლობალურ საკითხებზე, როგორებიცაა ავღანეთის მისია და ორგანიზებულ დანაშაულთან და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლა. მოსკოვთან თანამშრომლობის საკითხები განიხილება ევროპაში ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემასთან მიმართებაშიც.

რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის მონაწილეობა ნატოს ლისაბონის სამიტში მნიშვნელოვანი გზავნილია და იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენ მზად ვართ შემდგომშიც ვიზრუნოთ ნატოსთან კარგ პარტნიორულ ურთიერთობებზე".

ოქტომბერში ქართულ სოფელში რუსეთის სამხედრო პოსტის გაუქმებით ჩვენმა "არმიამ საქართველოს ტერიტორია დატოვა". რუსეთი „აბსოლუტურად პირნათელია მედვედევი-სარკოზის გეგმის წინაშე.

ნეჩაევი იმ შეთანხმებაზე საუბრობს, რომელიც რუსეთის და საფრანგეთის ლიდერებმა საქართველოს ტერიტორიიდან რუსული არმიის გაყვანის შესახებ გააფორმეს.

მაგრამ ეს არ ეხება ქართულ რეგიონებს – სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვმა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა.

ელჩი ამბობს, რომ მოსკოვისთვის ეს ერთადერთი საშუალებაა დაიცვას ადგილობრივი მოსახლეობა საქართველოს თავდასხმისგან. რუსული არმიის ყოფნა ორივე რეგიონში, მოსახლეობის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს და ამავდროულად „დაშინების ფაქტორია ზოგიერთი ცხელი თავიანისთვის თბილისში.

ნეჩაევი ჟენევის მოლაპარაკებების გაგრძელებისკენ მოუწოდებს. ამ მოლაპარაკებებში რუსეთთან და საქართველოსთან ერთად სამხრეთ-ოსეთიც და აფხაზეთიც მონაწილეობს, თუმცა საქართველოს პრეზიდენტად სააკაშვილის ყოფნის პერიოდში ის პოლიტიკური საკითხებისგადაწყვეტის შესაძლებლობას გამორიცხავს.

ქართველები რუსების მოძმე ხალხია. სააკაშვილის რეჟიმი სხვა საქმეა…მას კეთილსინდისიერს ვერ უწოდებ. სააკაშვილთან შეთანხმების მიღწევა შეუძლებელია. დანარჩენი ქართველი ხალხის საქმეა. ყოველ შემთხვევაში რუსეთი ნამდვილად არ არის დაინტერესებული ხანგრძლივ დაძაბულობაში.

ნეჩაევმა "კომერსანტის" ჟურნალისტზე ოლეგ კაშინზე თავდასხმის შესახებაც ისაუბრა. "ის ახლა კომაშია. ჩვენ ძალიან ვწუხვართ და პირველ რიგში პრეზიდენტი. ახლახანს მედვედევმა ჟურნალისტების უფრო ეფექტური დაცვა მოითხოვა. გამოძიება მიმდინარეობს", - თქვა ნეჩაევმა. გასული წლების განმავლობაში ჟურნალისტებზე მრავალრიცხოვანი თავდასხმის და მკვლელობის ფაქტები გამოძიებული არ არის.

"სტანდარტი", ავსტრია

ჯულია რაბე და იოზეფ კირჰენგასტი