ყაზახეთმა აშშ-ს ჯარის ახალი მარშრუტები გაუხსნა - კვირის პალიტრა

ყაზახეთმა აშშ-ს ჯარის ახალი მარშრუტები გაუხსნა

ყაზახეთის ხელისუფლებამ აშშ-ს ახალი საჰაერო მარშრუტები გაუხსნა რომლითაც ამერიკის თვითმფრინავები ავღანეთში ჩაიყვანენ ჯარისკაცებს, ჩაიტანენ სხვადასხვა სახის ტვირთს.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ქვეყნებს შორის შესაბამის შეთანხმებას ხელი მოეწერა 12 ნოემბერს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ დოკუმენტზე ხელმოწერა ხელს შეუწყობს ყაზახეთთან მჭიდრო თანამშრომლობას, რომელმაც ამერიკული თვითფრინავებს თავისი საჰაერო სივრცე 2001 წელს გაუხსნა.

შეთანხმებას ვაშინგტონში ხელი მოაწერეს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებში ენდრიუ შაპირომ და ყაზახეთის ელჩმა აშშ-ში ერლან ინდრისოვმა.

ფრანს პრესი, საფრანგეთი