"მიუხედავად მრავალწლიანი მოლაპარაკებებისა, რუსული ძალები კვლავ უკანონოდ ახდენენ საქართველოსა და უკრაინის დიდი ნაწილის ოკუპაციას" - კვირის პალიტრა

"მიუხედავად მრავალწლიანი მოლაპარაკებებისა, რუსული ძალები კვლავ უკანონოდ ახდენენ საქართველოსა და უკრაინის დიდი ნაწილის ოკუპაციას"

ჩვენ ვიცით, რომ კიდევ უფრო მეტია გასაკეთებელი ბევრ ფრონტზე, ვინაიდან მიუხედავად მრავალწლიანი მოლაპარაკებებისა, რუსული ძალები კვლავ უკანონოდ ახდენენ საქართველოსა და უკრაინის დიდი ნაწილის ოკუპაციას, - ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა ვარშავაში, პოლონეთის პრეზიდენტ ანდჟეი დუდასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის თქმით, იმის გამო, რომ რუსეთი აგრძელებს ევროპისა და მსოფლიოს მასშტაბით არჩევნებში ჩარევას, დასავლეთი ფხიზლად უნდა იყოს რუსეთის განზრახვებისა და ქმედებების მიმართ.

"ინტერპრესნიუსი"