იაპონია უარს ამბობს რუსეთთან თანამშრომლობაზე - კვირის პალიტრა

იაპონია უარს ამბობს რუსეთთან თანამშრომლობაზე

იაპონიამ გაურკვეველი დროის გადადო რუსეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის პროტოკოლზე ხელმოწერა. დამკვირვებლები ამ მოულოდნელ ნაბიჯს კურილებზე

რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტს უკავშირებენ. იაპონიამ რუსეთის ლიდერი გააკრიტიკა კუნძულ კუნასშირზე ჩასვლის გამო და მოსკოვიდან თავისი ელჩი გამოითხოვა.

მოსკოვი და ტოკიო იმედს გამოთქვამენ, რომ ორ ქვეყანას შორის შექმნილი დაძაბულობა ჩაცხრება დმ. მედვედევისა და იაპონის პრემიერის ნაოტო კანის შეხვედრის შემდეგ აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე.

თუმცა ბატონმა კანმა მკაფიოდ დანაცხადა - იაპონიისათვის ესოდენ მტკივნეულ კურილის კუნძულების პრობლემაზე გაჩუმებას არ ვაპირებთ, პირიქით სწორედ ეს იქნება მთავარი ჩვენი სასაუბრო თემა, ტერიტორიული საკითხი ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაწყდესო.

"კომერსანტი", რუსეთი