უკრაინამ და რუსეთმა პატიმრები გაცვალეს - ვინ არიან მათ შორის?
07-09-2019
უკრაინამ და რუსეთმა პატიმრები გაცვალეს - ვინ არიან მათ შორის?
დღეს, რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ, რუსეთმა და უკრაინამ პატიმრები გაცვალეს. რუსეთმა უკრაინას გადასცა 35 ადამიანი, მათ შორის ტერორიზმის ბრალდებით გასამართლებული რეჟისიორი ოლეგ სენცოვი, ქერჩის სრუტეში გაკავებული 24 უკრაინელი სამხედრო მეზღვაური და კიდევ 10 პოლიტპატიმარი. სენცოვი და კიდევ 10 პატიმარი რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დღეს შეიწყალა.

უკრაინამ რუსეთს გადასცა 33 ადამიანი. მათგან 16 პატიმარი პრეზიდენტმა ზელენსკიმ დღეს შეიწყალა. ამ 16 პატიმრიდან 3 ქალია. უკრაინიდან რუსეთში გამგზავრებულებს შორის პორტალ "რია ნოვოსტი-უკრაინას" ხელმძღვანელი კირილ ვიშინსკიც
არის. მას ბრალად ედებოდა დონბასის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მხარდაჭერა და სახელმწიფო ღალატი.

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი გათავისუფლებულ პოლიტპატიმრებსა მეზღვაურებს აეროპორტში დახვდა. ზელენსკიმ ბორისპოლის აეროპორტში განაცხადა, რომ პირველი სატელეფონო საუბარი ამ თემაზე ვლადიმირ პუტინთან 7 აგვისტოს ჰქონდა და უკრაინამ ყველაფერი გააკეთა თავისი მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად.

გაცვლა დაადასტურა
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა, რომელიც ამ ფაქტს მიესალმა.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?