ვინ შეცვალა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტზე გრიგორი კარასინი?
10-09-2019
ვინ შეცვალა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტზე გრიგორი კარასინი?
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თანამდებობიდან გაათავისუფლა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობების საკითხებში მდივანი, გრიგორი კარასინი, რომელიც პოსტს 2005 წლიდან იკავებდა. კარასინის თანამდებობა ევგენი ივანოვმა დაიკავა. ივანოვი ამ დრომდე მხოლოდ მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა.

კარასინმა ივლისში განაცხადა, რომ სამუშაოდ რუსეთის ფედერაციის საბჭოში გადავიდოდა.

რუსეთის საგარეო უწყებაში გრიგორი კარასინი დსთ-ს წევრ სახელმწიფოებთან ორმხრივ ურთიერთობებს და უცხოეთში თანამემამულეებთან ურთიერთობებს კურირებდა. ასევე პასუხისმგებელი იყო ფედერალური საკრებულოს პალატებთან, რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან და
არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის საკითხებზე.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით,  მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?