კანადაში ავტობუსი, რომელშიც ჟურნალისტები ისხდნენ, პრემიერის თვითმფრინავს დაეჯახა
კანადაში, ქალაქ ვიქტორიას აეროპორტში ავტობუსი, რომელშიც ჟურნალისტები ისხდნენ, პრემიერ-მინისტრის ჯასტინ ტრიუდოს თვითმფრინავს დაეჯახა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. ამის შესახებ CBC News-ი იტყობინება.
პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრიუდო ვიქტორიაში წინასაარჩევნო აგიტაციისთვის ჟურნალისტებთან ერთად ჩაფრინდა. მედიის წარმომადგენლებისთვის განკუთვნილი ავტობუსი, აეროპორტიდან გამოსვლისას თვითმფრინავის ფრთას დაეჯახა. ტრიუდოს შტაბში განაცხადეს, რომ პრემიერ-მინისტრის გეგმებში ცვლილებები არ შედის, მაგრამ დაზიანებას პროფესიონალები აუცილებლად შეაფასებენ.
"ინტერპრესნიუსი"