ოსამა ბინ ლადენის ვაჟი მოკლეს - რას აცხადებს დონალდ ტრამპი?
15-09-2019
ოსამა ბინ ლადენის ვაჟი მოკლეს - რას აცხადებს დონალდ ტრამპი?
აშშ-ის მიერ განხორციელებული კონტრტერორისტული ოპერაციის დროს ალ-ქაიდას ლიდერის, ოსამა ბინ ლადენის ვაჟი, ჰამზა ბინ ლადენი მოკლეს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.

თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ოპერაცია ავღანეთ-პაკისტანის რეგიონში ჩატარდა, თუმცა სხვა დეტალებზე საუბარი არაა.

"ჰამზა ბინ ლადენის დაკარგვა ალ-ქაიდას მიერ დაგეგმილი მნიშვნელოვანი მოქმედებებისთვის ძირის გამოთხრას ნიშნავს," - განაცხადა ტრამპმა.

აღსანიშნავია, რომ ინფორმაცია ჰამზა ბინ ლადენის ლიკვიდაციის შესახებ "როიტერსმა" 31 ივლისს გაავრცელა, თუმცა მაშინ აშშ-ის
ხელისუფლებას ფაქტი ოფიციალურად არ დაუდასტურებია.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ჰამზა ბინ ლადენი გლობალურ ტერორისტად 2017 წელს გამოაცხადა, როდესაც მან დასავლეთის ქვეყნების დედაქალაქებში ტერორისტული აქტების განხორციელების შესახებ გააკეთა მოწოდება და დაიმუქრა, რომ მამამისის მკვლელობის გამო აშშ-ზე შურს იძიებდა. ჰამზა ბინ ლადენი დაახლოებით 30 წლის იყო.

ინფორმაციას სააგენტო
"როიტერსი" ავრცელებს.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თვის კითხვადი სტატიები