ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებული გამომძიებლებს ჩვენებას არ აძლევს - კვირის პალიტრა

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებული გამომძიებლებს ჩვენებას არ აძლევს

რუსეთის მოქალაქე, რომელიც აგვისტოში საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაშია ბრალდებული, დაკავების დღიდან გამომძიებლებს ჩვენებას არ აძლევს. ამის შესახებ "გარდიანი" იუწყება.

ბერლინის პროკურატურის წარმომადგენლის მონაცემებით, ბრალდებული დაკითხვის დროს ჩუმად იყო და "პროფესიონალივით იქცეოდა". მისი თქმით, მამაკაცი უკვე დაუკავშირდა რუსეთის საელჩოს.

გაზეთის მტკიცებით, ეს მკვლელობა ჰგავს თავდასხმებს ჩეჩენ ბოევიკებზე რამდენიმე ქალაქში, რომლებიც ჩადენილია რუსეთის სახელმწიფოს მონაწილეობით.

გერმანიის პარლამენტის წევრის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირიდან პატრიკ სენსბურგის განცხადებით, "კრემლი დაინტერესებულია იმაში, რომ გაერკვეს პროცესში". თუმცა, კრემლი დუმილს ინარჩუნებს, რის გამოც გამოძიება რთულდება.

ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში 23 აგვისტოს მოკლეს. მკვლელი, სავარაუდოდ, რუსეთის მოქალაქეა.

"ინტერპრესნიუსი"