კიევში, შეიარაღებული მამაკაცი, მეტროპოლიტენის ხიდის აფეთქებით იმუქრება და იარაღიდან ჰაერში უმისამართოდ ისვრის - კვირის პალიტრა

კიევში, შეიარაღებული მამაკაცი, მეტროპოლიტენის ხიდის აფეთქებით იმუქრება და იარაღიდან ჰაერში უმისამართოდ ისვრის

კიევში, შეიარაღებული მამაკაცი, რომელიც მეტროპოლიტენის ხიდის აფეთქებით იმუქრება, იარაღიდან ჰაერში უმისამართოდ ისვრის. უკრაინული პორტალების ინფორმაციით, ის მეტროსადგურის ხიდთან თეთრი ფერის ავტომანქანით მივიდა. მას სამხედრო კომუფლაჟი აცვია და ცისფერი ბერეტი ახურავს.

პოლიციის ინფორმაციით, მას ყვითელი დროშა აქვს შემოხვეული. აქვს გრძელი თმა, დაახლოებით 35 წლისაა.

"დედაქალაქის პოლიციის გამომძიებლები ფაქტს ტერაქტის მზადებად აფასებენ"- განაცხადეს პოლიციაში.

ამ დროისთვის ხიდი გადაკეტილია, პოლიცია დრონს იყენებს.

"ინტერპრესნიუსი"