"ნობელის პრემიას ბევრი რამისთვის მივიღებდი, ამ პრემიას პატიოსნად რომ გასცემდნენ" - კვირის პალიტრა

"ნობელის პრემიას ბევრი რამისთვის მივიღებდი, ამ პრემიას პატიოსნად რომ გასცემდნენ"

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ნობელის პრემიის მიღებას შეძლებდა "ამ პრემიას პატიოსნად რომ იძლეოდნენ".

"ბევრი სხვადასხვა რამისთვის მივიღებდი ნობელის პრემიას, ისინი ამ პრემიას პატიოსნად რომ გასცემდნენ, მაგრამ ისინი ამას არ აკეთებენ", - განუცხადა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს პაკისტანის პრემიერ-მინისტრთან, იმრან ხანთან შეხვედრის დროს.

მან ჟურნალისტებს შეახსენა, რომ მის წინამორბედს, ბარაქ ობამას 2009 წელს, მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მისცეს.

"მათ ობამას პრემია მისცეს მაშინვე, როგორც კი პრეზიდენტის პოსტი დაიკავა და ის თვითონვე ვერ მიხვდა, ეს პრემია რისთვის მიიღო და იცით, ეს ერთადერთი საკითხია, რაშიც მე მას ვეთანხმები", - განაცხადა ტრამპმა.

"ინტერპრესნიუსი"