საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ჟაკ შირაკი გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ჟაკ შირაკი გარდაიცვალა

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ჟაკ შირაკი გარდაიცვალა. იგი 86 წლის იყო. ჟაკ შირაკი საფრანგეთის პრეზიდენტის პოსტს 1995-2007 წლებში იკავებდა, 1977-დან 1995 წლამდე კი პარიზის მერი იყო.

აღსანიშნავია, რომ ჟაკ შირაკის მმართველობის ბოლო წლები კორუფციის სკანდალებით იყო ცნობილი, თუმცა, სწორედ მისი პრეზიდენტობის დროს შეუერთდა საფრანგეთი ევროზონას. ამასთან, მისი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმა იყო საპრეზიდენტო ვადის 7-დან 5 წლამდე შემცირება.

"ინტერპრესნიუსი"