სტამბოლში ძლიერი მიწისძვრა მოხდა - კვირის პალიტრა

სტამბოლში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

თურქეთის დასავლეთში 5,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრი იტყობინება. ეპიცენტრი სტამბოლიდან დასავლეთით 68 კილომეტრზე და 12 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.

მსხვერპლის და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

"ინტერპრესნიუსი"