ერაყის პრეზიდენტმა ხელი არ მოაწერა განაჩენს - კვირის პალიტრა

ერაყის პრეზიდენტმა ხელი არ მოაწერა განაჩენს

ერაყის პრეზიდენტმა ჯალალ თალაბანიმ ხელი არ მოაწერა ქვეყნის ყოფილი ვიცე-პრემიერის, ტარიკ აზიზისთვის გამოტანილ სასიკვდილო განაჩენს. თალაბანის თქმით,

ის უარს ამბობს ხელმოწერაზე იმიტომ, რომ სოციალისტია, გარდა ამისა, 74 წლის ტარიკ აზიზის, როგორც ჭეშმარიტი ქრისტიანის და ხნიერი ადამიანის მიმართ თანაგრძნობით არის გამსჭვალული.

ყოფილ ვიცე-პრემიერსა და სადამ ჰუსეინის უახლოეს თანამებრძოლს ტარიკ აზიზს სასიკვდილო განაჩენი 26 ოქტომბერს გამოუტანეს. ერაყის უზენაესმა სასამართლომ იგი რელიგიური ოპოზიციის განადგურებასა და რელიგიური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა დევნაში დამნაშავედ სცნო.

სასიკვდილო განაჩენის აღსრულების წინააღმდეგ გამოვიდა ვატიკანი და რუსეთი. ორივე სახელმწიფოს წარმომადგენლებმა საზოგადოებას მოუწოდეს, გაითვალისწინონ ყოფილი პოლიტიკოსის ასაკი, სუსტი ჯანმრთელობა და დაინდონ იგი. წელს, იანვარში ერაყის ამერიკულ ციხეში აზიზმა ინსულტი გადაიტანა.