ქოლერა ჰაიტზე - კვირის პალიტრა

ქოლერა ჰაიტზე

აშშ-ს ფლორიდას შტატში დაფიქსირდა ჰოლერით დაავადების შემთხვევა. შტატის ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტზე დაყრდნობით სააგენტო France-presse-ი იუწყება, რომ დაავადება დაუდგინდა ქალს, რომელიც ახლახან იყო ჰაიტიზე ნათესავების მოსანახულებლად.

ლაბორატორიულმა გამოკვლევებმა უჩვენა, რომ ფლორიდის მცხოვრები ქალი სწორედ ჰაიტიზე გავრცელებული ქოლერის ტიპით დასნეულდა.

ავადმყოფმა დაასრულა მკურნალობის კურსი და საავადმყოფოდან გაეწერა.

აშშ-ში ბოლო ხუთ წელიწადში ქოლერით დაავადების 44 შემთხვევა დაფიქსირდა. ჰაიტის მოსაზღვრე დომინიკელთა რესპუბლიკამ, რომელშიც ასევე დაფიქსირდა ერთი შემთხვევა, გააძლიერა ჰაიტისთან საზღვრის დაცვა ლტოლვილების შემოჭრისაგან დასაცავად. ქოლერის ეპიდემია ჰაიტიზე 2010 წლის ოქტომბრის დამლევს გავრცელდა და, უკანასკნელი მონაცემებით, 1100-ზე მეტი მცხოვრები იმსხვერპლა, 18 ათასზე მეტი დაავადდა.

15 ნოემბერს ქალაქ კაპ-აიტიენში არეულობა დაიწყო - ადგილობრივი მცხოვრებლები თავს დაესხნენ გაეროს მშვიდობის დამცველებს - თქვენ უწყობთ ხელს ეპიდემიის გავრცელებასო. არეულობამ 3 ჰაიტელი შეიწირა.