თურქეთის პოლიციამ 1 ტონა ნარკოტიკი ამოიღო - კვირის პალიტრა

თურქეთის პოლიციამ 1 ტონა ნარკოტიკი ამოიღო

პოლიციამ ეგეოსის პროვინციაში, თურქეთში, 1 ტონამდე ნარკოტიკი ამოიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ნარკოტიკი სატვირთო მანქანაში აღმოაჩინეს, რომლის მძღოლი ამ დროისთვის დაკავებულია.

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, თურქეთის უსაფრთხოების ძალებმა ქვეყანაში გასულ წელს 17.3 ტონა ჰეროინის კონფისკაცია მოახდინეს და 1 500-ზე მეტი ეჭვმიტანილი დააკავეს.

"ინტერპრესნიუსი"