ნობელის მშვიდობის პრემია პოლიტიკურ პატიმარს მიენიჭა
ნობელის მშვიდობის პრემია, რომელიც ლიუ სიაობოს მიენიჭა, ჯერჯერობით არავის გადაეცემა, რადგან ლაურეატი ციხეში ზის და მისი ნათესავებისაგან ვერავინ ჩადის ოსლოში დაჯილდოების ცერემონიაზე დასასწრებად.

ჩინელ სამართალდამცავს, 54 წლის ლიუ სიაბოს 2010 წლის ნობლის პრემია მიენიჭა "ჩინეთში ადამიანის უფლებათა დასაცავად დიდი ხნის განმავლობაში არაძალისმიერი გზით ბრძოლისთვის".

ნობელის პრემიის მიმნიჭებელი კომიტეტის ინფორმაციით, ლიუ სიაბოს მეუღლე შინაპატიმრობაში იმყოფება და 10 დეკემბერს დანიშნულ ცერემონიას ვერ დაესწრება. 1936 წლიდან დაწყებული, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ნობელის
პრემიას ვერავის გადასცემენ.

ნობელის ინსტიტუტის მდივნის, ჰეირ ლუნდესტადის განცხადებით, რუსეთმა, ყაზახეთმა, კუბამ, მაროკომ, ერაყმა და ჩინეთმა უარი თქვეს, დაესწრონ 2010 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის გადაცემის ცერემონიას, რისი მიზეზიც, ლუნდესტადის თქმით, ამ ქვეყნებს არ განუმარტავთ.

ჩინეთის სასამართლომ ლიუ სიაბოს სახელმწიფო წყობის დამხობის მცდელობისათვის 2009 წელს 11-წლიანი
პატიმრობა მიუსაჯა.

დასავლეთის ქვეყნები ლაურეატს გამარჯვებას ულოცავენ და ჩინეთს პატიმრის გათავისუფლებას მოუწოდებენ. ჩინეთში კი მიაჩნიათ, რომ ნობელის პრემიის მინიჭება ლიუ სიაბოსთვის ეწინააღმდეგება მის ძირითად პრინციპებს. ლიუ სიაბოს მიმართ ჩინეთის ხელმძღვანელობის დამოკიდებულება არაერთხელ გამხდარა პოლემიკის საგანი ჩინეთის, აშშ-ისა და დასავლეთის ქვეყნებს შორის, რომლებიც მის გათავისუფლებას ითხოვენ.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა გადაჭრით განაცხადა, - ჩინეთი სიტყვის თავისუფლებას განუხრელად იცავს, მაგრამ ეს თავისუფლება მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში მოიაზრებაო.
ნობელის მშვიდობის პრემიის თანხა 2010 წელს შეადგენს 10 მლნ შვედურ კრონს (დაახლოებით 1 მლნ ევროს).
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თვის კითხვადი სტატიები