ჰაკერებმა დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიაზე შეტევა განახორციელეს - კვირის პალიტრა

ჰაკერებმა დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიაზე შეტევა განახორციელეს

ირანელმა ჰაკერებმა შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიაზე წარუმატებელი შეტევა განახორციელეს. ინფორმაციას "როიტერსი" ავრცელებს.

"მაიქროსოფთის" განცხადებით, კონკრეტულმა ჯგუფმა ადრე შეტევები განახორციელა ყოფილ და ამჟამინდელ ოფიციალურ პირთა გვერდებზეც. მათი სამიზნე გავლენიანი ჟურნალისტებიც გახდნენ. კომპანიაში აცხადებენ, რომ დაჯგუფებამ, სახელად "ფოსფორი", 214 ანგარიშზე მიიტანა შეტევა.

ფედერალურ ბიუროში თემაზე კომენტარს არ აკეთებენ.

"ინტერპრესნიუსი"