"ჩვენ ისე ვართ, როგორც ცხელ ქვაბში - ყველა მხრიდან გვახურებენ" - კვირის პალიტრა

"ჩვენ ისე ვართ, როგორც ცხელ ქვაბში - ყველა მხრიდან გვახურებენ"

ბელორუსებს კარგი, პატივსაცემი ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ ქართველებთან, - სააგენტო "ბელტას"ინფორმაციით, ამის შესახებ ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ საქართველოს ექსპრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.

სააგენტოს ინფორმაციით, მარგველაშვილმა ქართველი ხალხის სახელით თბილი სიტყვები გადასცა ლუკაშენკოს, რასთან დაკავშირებითაც, ბელორუსის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბელორუსებმა ასეთი დამოკიდებულება დაიმსახურეს, რადგან ქართველ ხალხს ყოველთვის დიდი პატივისცემით ექცეოდნენ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ბელორუსული პროდუქციის მაღალ ხარისხს. მარგველაშვილის განცხადებით, ეტიკეტზე წარწერა "დამზადებულია ბელორუსში"სერიოზულ ბრენდად იქცა. მისი თქმით, საქართველოში მაღალ შეფასებას აძლევენ, მათ შორის, ბელორუსულ რძის პროდუქციას და არსებობს ამ მიმართულებით განვითარების პერსპექტიული პროექტები.

საქართველოს ექსპრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ალექსანდრე ლუკაშენკოს ქართული დღესასწაულის - თბილისობის მასშტაბური ორგანიზებისთვის მინსკში.

"ეს ქართველების დამსახურებაა. თქვენ იგრძენით, რომ ჩვენ განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს ქართველებისადმი. ათასობით სტუმარი მოვიდა, მათ შორის ქართველებიც ბევრნი იყვნენ - ისინი, ვინც აქ ცხოვრობს და რომლებიც საგანგებოდ ჩამოვიდნენ. ელჩს ყოველთვის ეუბნებიან, რომ ასეთი დღესასწაულები ხშირად ჩაატაროს"- განაცხადა ლუკაშენკომ.

შეხვედრაზე საუბრი იყო საერთაშორისო ვითარებაზე, რასთან დაკავშირებითაც, ბელორუსის პრეზიდენტმა განაცხადა: "ჩვენ ისე ვართ, როგორც ცხელ ქვაბში - ყველა მხრიდან გვახურებენ“.

გიორგი მარგველაშვილმა მაღალი შეფასება მისცა ბელორუსის საერთაშორისო ინიციატივებს, რომლებიც რეგიონსა და მსოფლიოში სტაბილურობის გამყარებისადმია მიმართული.

"ინტერპრესნიუსი"