ერდოღანის მუქარა - კვირის პალიტრა

ერდოღანის მუქარა

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი, სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით სამხედრო ოპერაციისადმი საერთაშორისო კრიტიკას ეხმაურება და აცხადებს, რომ ოპერაციის ფარგლებში, სირიის ტერიტორიული მთლიანობა უზრუნველყოფილი იქნება. „ისინი პატიოსნად არ იქცევიან, მხოლოდ სიტყვებს ისვრიან“, - განაცხადა ერდოღანმა.

ამასთან, თურქეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ თუ ევროპული ქვეყნები კვლავ განაგრძობენ ოპერაციისთვის ოკუპაციის იარლიყის მიკერებას, ანკარა 3,6 მილიონ სირიელ ლტოლვილს ევროპისკენ მიმართავს.

„ჩვენ გავხსნით კარს და 3,6 მილიონ სირიელ ლტოლვილს თქვენსკენ გამოვუშვებთ,“-აცხადებს ერდოღანი.

შეგახსენებთ, თურქეთმა სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით სამხედრო ოპერაცია დაიწყო, რასაც საერთაშორისო კრიტიკა მოჰყვა. თურქეთის ქმედება ევროპელმა ლიდერებმა მკაცრად გააკრიტიკს.

იხილეთ ასევე: "ერდოღანი და ადამიანობა ერთ წინადადებაში ვერ თავსდება" - როგორ უპასუხებს აშშ თურქეთის ქურთებზე თავდასხმას?!

"ინტერპრესნიუსი"