შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინფორმაციით, მას შეუძლია გახდეს მედიატორი თურქეთსა და ქურთ მებრძოლებს შორის. ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე დაწერა."ჩვენ სამი არჩევანი გვაქვს: ათასობით სამხედრო გავგზავნოთ და მოვიგოთ სამხედრო გზით ან თურქეთს ფინანსურად დავარტყათ და დავუწესოთ სანქციები. მესამე არჩევანი ქურთ და თურქულ ძალებს შორის მედიაციაა", -აცხადებს ტრამპი.აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, თურქეთმა კარგად იცის მისი პოზიცია საკითხთან დაკავშირებით და აღიარებს, რომ ამერიკელ ხალხს რეგიონიდან ჯარების გაყვანა არ გაუხარდა.შეგახსენებთ, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ჯარების გაყვანის ბრძანება თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბრის შემდეგ გასცა."ინტერპრესნიუსი"