"სამი არჩევანი გვაქვს, გავგზავნოთ სირიაში სამხედროები, ფინანსურად დავარტყათ თურქეთს, ან გავხდეთ მედიატორები" - კვირის პალიტრა

"სამი არჩევანი გვაქვს, გავგზავნოთ სირიაში სამხედროები, ფინანსურად დავარტყათ თურქეთს, ან გავხდეთ მედიატორები"

შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინფორმაციით, მას შეუძლია გახდეს მედიატორი თურქეთსა და ქურთ მებრძოლებს შორის. ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე დაწერა.

"ჩვენ სამი არჩევანი გვაქვს: ათასობით სამხედრო გავგზავნოთ და მოვიგოთ სამხედრო გზით ან თურქეთს ფინანსურად დავარტყათ და დავუწესოთ სანქციები. მესამე არჩევანი ქურთ და თურქულ ძალებს შორის მედიაციაა", -აცხადებს ტრამპი.

აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, თურქეთმა კარგად იცის მისი პოზიცია საკითხთან დაკავშირებით და აღიარებს, რომ ამერიკელ ხალხს რეგიონიდან ჯარების გაყვანა არ გაუხარდა.

შეგახსენებთ, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ჯარების გაყვანის ბრძანება თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბრის შემდეგ გასცა.

"ინტერპრესნიუსი"