კიმ ჩენ ინი წმინდა მთაზე ცხენით ავიდა - კვირის პალიტრა

კიმ ჩენ ინი წმინდა მთაზე ცხენით ავიდა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ქვეყნის ყველაზე მაღალ მთაზე ცხენზე ამხედრებული ავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო მედია ავრცელებს.

სააგენტო KCNA-მ გაავრცელა ფოტოები, სადაც კიმ ჩენ ინი წმინდა მთა პექტუსანზე თეთრი ცხენით მიაბიჯებს.

ეს ჩრდილოეთ კორეის ლიდერის 2,750 მეტრი სიმაღლის მწვერვალზე ასვლის პირველი შემთხვევა არაა. ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ, როგორც წესი, კიმ ჩენ ინის წმინდა მთაზე ვიზიტი წინ უსწრებს ხოლმე მის მიერ მნიშვნელოვანი განცხადებების გაკეთებას.

2017 წელს ჩრდილოეთ კორეის ლიდერი წმინდა მთას საახალწლო მიმართვამდე რამდენიმე კვირით ადრე ესტუმრა, სადაც მან სამხრეთ კორეასთან დიპლომატიური ურთიერთობების დათბობის შესახებ გააკეთა მინიშნება.

ჩრდილოეთ კორეაში აცხადებენ, რომ კიმ ჩენ ინის მამა პექტუსანის მთაზე დაიბადა.

"ინტერპრესნიუსი"