თურქეთი სირიაში სამხედრო ოპერაციას შეწყვეტს, თუ ქურთი მებრძოლები იარაღს დაყრიან და იმ ტერიტორიას დატოვებენ, სადაც ანკარა "უსაფრთხოების ზონის" მოწყობას გეგმავს, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დღეს განაცხადა.მისი თქმით, სხვა შემთხვევაში თურქეთს ვერანაირი ძალა ვერ შეაჩერებს.ერდოღანი ამტკიცებს, რომ ეს გადაწყვეტილება უცვლელია და მოლაპარაკებებს არ ექვემდებარება.ინფორმაციას სააგენტო "როიტერსი" ავრცელებს."ინტერპრესნიუსი"