"თურქეთი სირიაში სამხედრო ოპერაციას შეწყვეტს, თუ ქურთი მებრძოლები იარაღს დაყრიან" - კვირის პალიტრა

"თურქეთი სირიაში სამხედრო ოპერაციას შეწყვეტს, თუ ქურთი მებრძოლები იარაღს დაყრიან"

თურქეთი სირიაში სამხედრო ოპერაციას შეწყვეტს, თუ ქურთი მებრძოლები იარაღს დაყრიან და იმ ტერიტორიას დატოვებენ, სადაც ანკარა "უსაფრთხოების ზონის" მოწყობას გეგმავს, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დღეს განაცხადა.

მისი თქმით, სხვა შემთხვევაში თურქეთს ვერანაირი ძალა ვერ შეაჩერებს.

ერდოღანი ამტკიცებს, რომ ეს გადაწყვეტილება უცვლელია და მოლაპარაკებებს არ ექვემდებარება.

ინფორმაციას სააგენტო "როიტერსი" ავრცელებს.

"ინტერპრესნიუსი"