"ნუ იქნები ხისტი და სულელი!" - "ბიბისის" ცნობით, ერდოღანმა ტრამპის წერილი ნაგვის ყუთში მოისროლა - კვირის პალიტრა

"ნუ იქნები ხისტი და სულელი!" - "ბიბისის" ცნობით, ერდოღანმა ტრამპის წერილი ნაგვის ყუთში მოისროლა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წერილი ნაგვის ყუთში მოისროლა, - ამის შესახებ "ბიბისის" ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა.

მისივე თქმით, თურქეთის პრეზიდენტმა ტრამპის წერილი "სრულიად უარყო."

"თეთრმა სახლმა" აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისთვის გაგზავნილი წერილის შინაარსი გამოაქვეყნა, სადაც ტრამპი თურქ კოლეგას მოუწოდებს, სირიაში შეჭრა არ განახორციელოს.

"ნუ იქნები ხისტი და სულელი! შეგვიძლია, კარგი გარიგება დავდოთ. შენ არ გსურს ათასობით ადამიანის სისხლისღვრაზე იყო პასუხისმგებელი, ისევე როგორც მე არ მსურს, თურქეთის ეკონომიკის განადგურებაზე ვიყო პასუხისმგებელი - და მე ვიქნები.

ისტორია დაგიფასებს, თუკი ამას სწორად და ჰუმანურად გააკეთებ, მაგრამ შეგრაცხავს სატანად, თუ მოვლენები კარგად არ განვითარდება. ნუ იქნები ხისტი, ნუ იქნები სულელი!" - წერს ტრამპი.

წერილი დათარიღებულია 9 ოქტომბრით.

"ინტერპრესნიუსი"