თურქეთი სირიაში საომარ ოპერაციებს წყვეტს
თურქეთი სირიაში საომარ ოპერაციებს წყვეტს
თურქეთი სირიაში საომარ ოპერაციებს წყვეტს, რათა ქურთთა "თავდაცვის სახალხო რაზმებს" შესაძლებლობა მიეცეთ, 120 საათის განმავლობაში უსაფრთხო ზონაში გადაინაცვლონ. ამის შესახებ ამერიკის ვიცეპრეზიდენტმა მაიკ პენსმა განაცხადა.

ამის შესახებ გადაწყვეტილება თურქეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკებების შედეგად მიიღეს, რომელიც დღეს ანკარაში გაიმართა.

"ყველა მოქმედება, რომელიც "მშვიდობის წყაროს" ფარგლებში მიმდინარეობს, შეწყდება, ხოლო უშუალოდ ოპერაცია მთლიანად შეჩერებულია ვიდრე ქურთული ძალები არ დაასრულებენ გასვლას", - განაცხადა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა.

პენსმა ასევე აღნიშნა, რომ სირიაში სამხედრო ოპერაციის გამო ანკარას წინააღმდეგ
შეერთებული შტატების მიერ შემოღებული სანქციები მოიხსნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც რეგიონში მთლიანად შეწყდება ცეცხლი.

"ინტერპრესნიუსი"

levani
18 ოქტომბერი 2019 10:00
დაატორმუზეს ერდოღანი თავის მუქარების მიუხედავად,

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით,  მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
დღის კითხვადი სტატიები