29 გარდაცვლილი და 100-ზე მეტი დაჭრილი - ძლიერი აფეთქება ავღანეთის მეჩეთში - კვირის პალიტრა

29 გარდაცვლილი და 100-ზე მეტი დაჭრილი - ძლიერი აფეთქება ავღანეთის მეჩეთში

ავღანეთის აღმოსავლეთით, პარასკევის ლოცვის დროს, მეჩეთში აფეთქება მოხდა, რომლის დროსაც 29 ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი ოფიციალური პირების ინფორმაციით, დაჭრილია 100-ზე მეტი ადამიანი. მათი თქმით, დაშავებულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს, რადგანაც სამაშველო ჯგუფი ამ წუთებშიც აგრძელებენ ადგილზე მუშაობას.

ნანგაჰრარის პროვინციის გუბერნატორის ინფორმაციით, აფეთქების დროს, მეჩეთის ჭერი ჩამოინგრა, რომლის ქვეშაც მომლოცველები მოჰყვნენ.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

"ინტერპრესნიუსი"