"ნატო-ს სურვილს განათავსოს თავისი ბაზები ჩვენს შემოგარენში, პოლიტიკური და სამხედრო გზით ვუპასუხებთ" - კვირის პალიტრა

"ნატო-ს სურვილს განათავსოს თავისი ბაზები ჩვენს შემოგარენში, პოლიტიკური და სამხედრო გზით ვუპასუხებთ"

რუსეთის პრემიერ-მინისტრის დიმიტრი მედვედევის განცხადებით, ნატო-ს სურვილმა განათავსოს თავისი ბაზები უშუალოდ რუსეთთან ახლოს, არ შეიძლება დადებითი ემოციები გამოიწვიოს.

მისივე თქმით, მოსკოვი მსგავს ნაბიჯებს პოლიტიკური და „სამხედრო გზით“ უპასუხებს.

„არავინ გამორიცხავს, რომ რუსეთს თავისი ინტერესები აქვს საკუთარი უსაფთხოების დაცვასთან დაკავშირებით. ჩვენ მძლავრი, ატომური ქვეყანა ვართ და ნატო-ს სურვილმა განათავსოს თავისი ბაზები უშუალოდ ჩვენს შემოგარენში, არ შეიძლება გამოიწვიოს ჩვენში დადებითი ემოციები. ჩვენ ამას ყოველთვის ვპასუხობდით და ყოველთვის ვუპასუხებთ პოლიტიკურადაც და სამხედრო გზითაც“, -განაცხადა მედვედევმა ბელგრადში ვიზიტის დროს.

ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

"ინტერპრესნიუსი"