"ტერორისტებს თავებს გავუსრესთ, თუ ქურთი მებრძოლები შეთანხმებულ ტერიტორიას არ დატოვებენ"
"ტერორისტებს თავებს გავუსრესთ, თუ ქურთი მებრძოლები შეთანხმებულ ტერიტორიას არ დატოვებენ"
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი იმუქრება, რომ თურქეთი ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში ოპერაციას განაგრძობს და "ტერორიტებს თავებს გაუსრესს“, თუ ქურთი მებრძოლები "უსაფრთხოების ზონის“ ტერიტორიას არ დატოვებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას "როიტერსი“ ავრცელებს.

"თუკი ჩვენთვის მოცემული პირობები არ შესრულდება, უწინდელივით აღარ მოვიცდით და ოპერაციას განვაგრძობთ. იმ წუთიდან, როგორც კი შეთანხმებული 120 საათი ამოიწურება, ტერორისტების თავების სრესვას განვაგრძობთ", - განაცხადა ერდოღანმა.

9 ოქტომბერს თურქეთმა სირიაში სამხედრო ოპერაცია "მშვიდობის წყარო“ დაიწყო. ანკარა ამტკიცებს, რომ ოპერაციის
ერთ-ერთი მთავარი მიზანი "უსაფრთხოების ზონის“ შექმნა და მილიონობით სირიელი დევნილის დაბრუნებაა. ერდოღანის აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან და სახელმწიფო მდივანთან შეხვედრის შემდეგ თურქეთმა ოპერაცია დროებით შეწყვიტა. ქურთულ ძალებს 120 საათი მისცეს იმ ტერიტორიის დასატოვებლად, სადაც თურქეთი "უსაფრთხოების ზონის“ მოწყობას გეგმავს.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით,  მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
დღის კითხვადი სტატიები