"ტერორისტებს თავებს გავუსრესთ, თუ ქურთი მებრძოლები შეთანხმებულ ტერიტორიას არ დატოვებენ" - კვირის პალიტრა

"ტერორისტებს თავებს გავუსრესთ, თუ ქურთი მებრძოლები შეთანხმებულ ტერიტორიას არ დატოვებენ"

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი იმუქრება, რომ თურქეთი ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში ოპერაციას განაგრძობს და "ტერორიტებს თავებს გაუსრესს“, თუ ქურთი მებრძოლები "უსაფრთხოების ზონის“ ტერიტორიას არ დატოვებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას "როიტერსი“ ავრცელებს.

"თუკი ჩვენთვის მოცემული პირობები არ შესრულდება, უწინდელივით აღარ მოვიცდით და ოპერაციას განვაგრძობთ. იმ წუთიდან, როგორც კი შეთანხმებული 120 საათი ამოიწურება, ტერორისტების თავების სრესვას განვაგრძობთ", - განაცხადა ერდოღანმა.

9 ოქტომბერს თურქეთმა სირიაში სამხედრო ოპერაცია "მშვიდობის წყარო“ დაიწყო. ანკარა ამტკიცებს, რომ ოპერაციის ერთ-ერთი მთავარი მიზანი "უსაფრთხოების ზონის“ შექმნა და მილიონობით სირიელი დევნილის დაბრუნებაა. ერდოღანის აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან და სახელმწიფო მდივანთან შეხვედრის შემდეგ თურქეთმა ოპერაცია დროებით შეწყვიტა. ქურთულ ძალებს 120 საათი მისცეს იმ ტერიტორიის დასატოვებლად, სადაც თურქეთი "უსაფრთხოების ზონის“ მოწყობას გეგმავს.

"ინტერპრესნიუსი"